გივი მიქანაძე საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და აკადემიის თანამშრომლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრს აკადემიის ინფრასტრუქტურა რექტორმა, სოფიო მაჭარაშვილმა დაათვალიერებინა და დაწესებულების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

აკადემია თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკული გამოცდილებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და ფლობს ISO-ს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს.

მისი მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარება და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

მინისტრთან ერთად აკადემიაში შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები