ლევან მაჭავარიანი – „ლელოზე“: ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებს ესაუბრონ, დადიან და ანგარიშებს აბარებენ ელჩებს

“ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებს ესაუბრონ, დადიან და ანგარიშებს აბარებენ ელჩებს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ლელოს“ მხრიდან პარტიულ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციის დიპლომატებისთვის მიწოდებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გააგრძელებენ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარებას რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი.

„ლელოს“ ფაქტობრივად საზოგადოების ნულოვანი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში ორი მიზეზის გამო – ერთი, რომ ისინი მავნებლები არიან და მუდმივად საბოტაჟირებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხოლო მეორე – თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებს ესაუბრონ, დადიან და ანგარიშებს აბარებენ ელჩებს. რაც უფრო დრო გადის, ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ნაწილი რწმუნდება, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან არიან მართულები. გააგრძელონ ასეთი ნაბიჯები, გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, პარტია „ლელო“ პარტიულ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას დიპლომატებს აწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები