ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა დაუშვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა დაუშვა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს კიევმა და დასავლეთმა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე.

„რუსეთთან კარგი ურთიერთობების პერიოდშიც კი ნატოს გაფართოების საკითხში დასავლელმა პარტნიორებმა არაფრად მიიჩნიეს მოსკოვის ინტერესები.

არ ვიზიარებ იმათ პოზიციას, ვინც ამ საკითხზე იცინის. შესაძლოა, კიევმა უბრალოდ ნაადრევად გაახმოვანა ეს. უკრაინის ნატოში არგაწევრიანების გარანტიები არ არსებობს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები