რუსეთში კოვიდსაავადმყოფოში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე, 10 დაშავებულია

რიაზანში, სემაშკოს სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ხანძარს სამი კოვიდპაციენტი შეეწირა, სულ მცირე, 10 დაშავდა, მათ შორის ორი მედდაა.

აღინიშნება, რომ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი კვამლით გაგუდვა გახდა.​

მომხდარის ორი სავარაუდო მიზეზი სახელდება: სუნთქვის აპარატის მოკლე ჩართვა და ერთ-ერთ პალატაში მოკლე ჩართვა.

ამჟამად, საავადმყოფო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები