Defense Express: თურქეთი უკრაინას შესაძენად საზენიტო კომპლექსებს შესთავაზებს

 

თურქული კომპანია Aselsan -ი გეგმავს, შესთავაზოს უკრაინის ხელისუფლებას, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემა – Korkut-ი. დანადგარი წარმოადგენს 35 მმ-იან თვითმავალ საზენიტო სისტემას, რომელიც ნატო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ამის შესახებ გამოცემა Defence Express-ი წერს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული სისტემა აკმაყოფილებს ყველა ოპერატიულ და ტაქტიკურ მოთხოვნას.

კომპლექსი განკუთვნილია მექანიზირებული ჯარისა და მობილური დანაყოფების საჰაერო თავდაცვისთვის, ასევე, სტაციონარული სამხედრო ბაზებისთვის.

მისი დიაპაზონი 4 კმ-ია, სიჩქარე – 1100 წამი წუთში. ასევე, გააჩნია თვალყურისდევნების რადარი (დიაპაზონი – 30 კმ) და ოპტოელექტრონული სადგური, რომელიც განკუთვნილია სამიზნეების დასაფიქსირებლად ამინდის ნებისმიერ პირობებში.

ასევე, აღინიშნება, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კომპლექსი შეიძლება, აღჭურვილი იყოს Stinger-ის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსით ან სხვა სისტემით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები