რიონის ხეობაში გვიან ღამით კვლავ ხმაური და დაპირისპირება იყო

ხმაური იყო გვიან ღამით რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, ჰესის მშენებელი კომპანია სამშენებლო მასალების შეტანას გეგმავდა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანიამ ხეობაში მასალის შესატანად ალტერნატიული გზა აღმოაჩინა, სადაც  დაპირისპირება მოხდა.
ამ დროისთვის აქტივისტები აღნიშნულ სოფელში კარავს შლიან.
საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით,
დღეს გამთენიისას დიდი რაოდენობით პოლიციის თანამშრომელი გადაადგილდა ხეობის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები