ევროკავშირმა ბელორუსის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

ევროსაბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ბელორუსის ავიაგადამზიდებს ეკრძალებათ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტების გამოყენება.

ამის შესახებ საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწევთ, უარი უთხრან ნებისმიერ საჰაერო ხომალდს, რომელიც ბელორუსის ავიაგადამზიდების მიერ იქნება ექსპლუატირებული, მათ შორის, მარკეტინგულ გადამზიდებს, საკუთარ ტერიტორიებზე თვითმფრინავების დაშვებაზე, გაფრენაზე ან ტერიტორიის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებმა და მთავრობების მეთაურებმა მკაცრად დაგმეს 23 მაისს მინსკში Ryanair- ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება.

გადაწყვეტილება ძალაში 5 ივნისს შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები