ორგანოების გადანერგვის სქემა ბულგარეთში – ღარიბი უკრაინელი და მოლდოველი “ძმისშვილები” მდიდარი “ბიძიების” დახმარების სადარაჯოზე

ბულგარეთში სკანდალი ატყდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო საავადმყოფო ორგანოების გადანერგვას კანონის დარღვევით ახორციელებდა.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ წინა მთავრობის, ბოიკო ბორისოვის მმართველობის დროს, სახელმწიფო საავადმყოფო ორგანოებს ღარიბი დონორებიდან მდიდარ “ბიძიებს” უნერგავდა. შესაბამისად, სამინისტროს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი “არ არიან ნათესავები, როგორც ამას კანონი ითხოვს.”

უწყების ინფორმაციით, მთავრობის მაღალჩინოსანმა ამ გზით მიიღო ღვიძლის გადანერგვა და შეძლო მოლოდინის სათავეში გადასვლა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო საავადმყოფოში ცოცხალი დონორებისგან თირკმლის გადანერგვის 14 ოპერაცია ჩატარდა და დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ თირკმლის ყველა დონორი – ღარიბი “ძმისშვილია” უკრაინიდან და მოლდოვიდან, ხოლო მიმღები პირები არიან მდიდარი “ბიძიები” ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ისრაელი, იაპონია და ომანი.

ჯანდაცვის მინისტრმა, სტოიკო კაწაროვმა განაცხადა, რომ ბევრი შეძლებული “ბიძია”, ვინც თირკმელი მიიღო, ყალბ პირადობას იყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთში დიდი ხანია, არსებობს ეჭვები ტრანსპლანტაციის დარღვევებთან დაკავშირებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი პრაქტიკა მთავრობის მიერ იქნა დადასტურებული.

ჯანდაცვის სამინისტროში შიშობენ, რომ გამოაშკარავებას ძლიერი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები