ბრიტანეთის მარეგულირებელმა 12-15 წლის მოზარდებზე Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

 

ბრიტანეთის მარეგულირებელმა 12-15 წლის მოზარდების Pfizer/ BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ნებართვა გასცა.

ამის შესახებ BBC წერს.

აღინიშნება, რომ, კლინიკური კვლევების მონაცემების შესწავლის შემდეგ, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხოდ და ეფექტურად არის მიჩნეული, პრეპარატის სარგებელი მეტია, ვიდრე – რისკი.

ამიერიდან, მთავრობასთან არსებული, ვაქცინაციის კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოიყენებენ თუ არა ვაქცინას მოზარდებზე.

ამ დრომდე ბრიტანეთში “ფაიზერის” ვაქცინის გამოყენება 16 წლიდან იყო დაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები