დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი, ამნისტიის შესახებ დოკუმენტი არის არათანმიმდევრული, დისკრიმინაციულიც შეიძლება, ვუწოდოთ
უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ამნისტიის შესახებ დოკუმენტი არათანმიმდევრულია.
„ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის არათანმიმდევრული, დისკრიმინაციულიც შეიძლება, ვუწოდოთ. რაც ყველაზე მთავარია, ის არ პასუხობს ყველაზე მთავარს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით არის შემოთავაზებული. საყოველთაობა იმ ამნისტიის აქტით, რომლის განხორციელებაც გამოიწვევს ფურცლის გადაშლას ჩვენს ისტორიაში და რადიკალიზაციის ეს მუხტი ჩაქრება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.