დავით მათიკაშვილი: ოპოზიციური პარტიები, ალბათ, ერთმანეთში გაერკვევიან, საერთოდ რა წერილზეა საუბარი და ვინ ვის რა გადასცა

“ოპოზიციური პარტიები, ალბათ, ერთმანეთში გაერკვევიან, საერთოდ რა წერილზეა საუბარი და ვინ ვის რა გადასცა”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი გახარიასა და მისი ახლადშექმნილი პარტიის მიმართ.

„თავიდან რაღაც მითიური წერილის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას არ ამჟღავნებდნენ. შემდგომ იყო ნათქვამი ჯაფარიძის მიერ, რომ გახარიას ხელით მისცეს მას ეს დოკუმენტი. ახლა, გახარიას ოპოზიციაში გადაბრძანების შემდეგ, ამბობენ, თითქოს თვითონ, უშუალოდ გახარიამ გადასცა. მოკლედ, ოპოზიციური პარტიები, ალბათ, ერთმანეთში გაერკვევიან, საერთოდ რა წერილზეა საუბარი და ვინ ვის რა გადასცა, მაგრამ ბოლო დროს საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი გახარიასა და მისი ახლადშექმნილი პარტიის მიმართ, რაზეც საზოგადოება პასუხებს ითხოვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის შესახებ პირველად 2019 წლის 4 მარტს ისაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიასგან წერილი მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები