ალუდა ღუდუშაური: გახარიამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რისთვის სჭირდებოდა ის 2 დღე, რომელსაც ითხოვდა, რომ ნიკა მელიას დაკავება გადავადებულიყო
“გახარიამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რისთვის სჭირდებოდა ის 2 დღე, რომელსაც ითხოვდა, რომ ნიკა მელიას დაკავება გადავადებულიყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, გახარიამ გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც მის მიმართ კითხვების რაოდენობა გაზარდა.
„ჩვენ საფუძვლიანად შევხედავთ იმ ნაბიჯებს, რასაც დგამდა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მეორე მხრივ გახარია და მისი გუნდის წევრები, ეს კავშირი შესაძლებელია, რომ არსებობდეს და ამის კითხვები ნამდვილად არის.
გახარიასთან მიმართებით ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც მის მიმართ არსებული კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. ეს არის პასუხგაუცემელი კითხვები და გახარიამ უნდა გასცეს პასუხები, რისთვის სჭირდებოდა ის 2 დღე, რომელსაც ითხოვდა, რომ გადავადება მომხდარიყო აღსრულების სასამართლო გადაწყვეტილების“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ ,,კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა.