ერევნის ცენტრში, ქუჩაში მამაკაცი მოკლეს (ფოტო)

სომხეთში, ერევნის ცენტრში დაუდგენელმა პირებმა აბოვიანის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე მანქანა შენიშნეს, რომელიც რუსული სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა. მათი ვარაუდით, ავტომანქანა  მკვლელის იყო.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც სოციალურ ქსელში დეპუტატმა, ნაირა ზოგრაბიანმა დაწერა, რომელიც მომხდარს შეესწრო, “90-ანი წლებში დაბრუნების შეგრძნება გაუჩნდა.
“ფაშინიანის ხელისუფლებამ ქვეყანაში უმართავი ქაოსი შექმნა: ვისაც ვინც უნდა, იმას ესვრის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები