ირანის სანაპიროსთან სამხედრო გემი ჩაიძირა
ირანის სანაპიროსთან ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი გემი ჩაიძირა, რასაც მანამდე ხანძარი უძღოდა.
ირანის სამხედრო საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ გემი რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო წყლებში გაემგზავრა, ხანძარი კი გუშინ ხომალდის ერთ-ერთ სისტემას გაუჩნდა.
ხანძრის დაწყების შემდეგ, იუნკრებმა გემი დატოვეს და ირანის სამხრეთით მდებარე პორტ ჯასკში გადავიდნენ.
ხომალდზე ხანძრის ქრობაში სხვადასხვა უწყების სპეციალისტები ჩაერთვნენ, თუმცა, ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ექსპერტებმა დაიწყეს გემის ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მალე გემი ჩაიძირა, ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა.