“ჩვენი გამარჯვება იქნება საქართველოს სრული ოკუპაცია”, – ამის შესახებ კრემლის იდეოლოგად მიჩნეული, ალექსეი დუგინი ერთ-ერთ ვიდეოში აცხადებს, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მისივე თქმით, საქართველო და ოსეთი რუსეთის პროტექტორატის ქვეშ უნდა იყოს.
“ჩვენი გამარჯვება იქნება საქართველოს სრული ოკუპაცია და იქ თავისუფალი, დემოკრატიული წყობის დამყარება. აი, რა არის ჩვენი გამარჯვება. თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება ოსეთს რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, ტანკები თბილისში – ერთადერთი ფორმულა ჩვენი გამარჯვების”, – აცხადებს დუგინი გავრცელებულ არქივის კადრებში.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი დუგინი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელს, ლევან ვასაძეს შეხვდა. თუ რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა, უცნობია.