ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ბელორუსს წევრობა შეუჩერა

 

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) “ბელტელერადიოკომპანიას” წევრობა შეუჩერა – ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

აღინიშნება, რომ EBU ყურადღებით აკვირდება ბელორუსში მედიის თავისუფლების აღკვეთას და თანმიმდევრულად მოუწოდებს “ბელტელერადიოკომპანიას, როგორც EBU-ს წევრს, დაიცვას “ჩვენი ძირითადი ღირებულებები – სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება”.

“ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით შეშფოთებულები ვიყავით იმით, რომ ეთერებში ისეთი ინტერვიუები გავიდა, რომლებიც აშკარად ზეწოლის შედეგად იქნა მოპოვებული. ჩვენ ასევე ვაკვირდებით Belteleradiocompany- ის სხვა გადაცემებსაც, რომლებმაც გამოიწვია სხვა სერიოზული და სრულიად განსაკუთრებული შეშფოთება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით EBU-მა გადაწყვიტა, “ბელტელერადიოკომპანიას” წევრობის შეუჩეროს, რაც ძალაში ორ კვირაში შევა. ამ ხნის განმავლობაში ბელორუსში პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები