NYT: აშშ-ის დაზვერვა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციას ფლობს

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს გააჩნიათ გარკვეული მონაცემები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია კორონავირუსის წყაროს დადგენა. საუბარი შეიძლება, იყოს ისეთ მონაცემებზე, როგორიცაა ვუჰანში ლაბორატორიის თანამშრომელთა გადაადგილება, ასევე, ადგილზე დაავადების აფეთქების მახასიათებლების შესახებ.

ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გაზეთის ცნობით, ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლებს გააჩნიათ ჯერ კიდევ შეუსწავლელი ინფორმაცია, რომლის უკეთ გასაგებად აუცილებელია კომპიუტერული ანალიზი. თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ აშშ-ის მოკავშირეებს შეეძლებათ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკუთარი სადაზვერვო ქსელი აამოქმედონ.

26 მაისს აშშ-მა ჩინეთი საერთაშორისო ექსპერტებთან არასაკმარის თანამშრომლობაში დაადანაშაულა. თეთრ სახლში ხაზი გაუსვეს, რომ ჩინეთმა ვუჰანის ლაბორატორიაში დამატებითი წვდომის ნებართვა უნდა გასცეს.

ასევე, გახდა ცნობილი, რომ ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტად დანიშვნისთანავე, ქვეყნის სადაზვერვო საზოგადოებას კორონავირუსის წარმოშობის შესწავლა დაავალა. თუმცა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, ამ ეტაპზე დაზვერვა გარკვევით ვერაფერს ამბობს, ამიტომ, დამატებით 90 დღე მისცა, მუშაობის გასააქტიურებლად.

აღნიშნულს ჩინეთში გამოეხმაურნენ და დაგმეს ვაშინგტონის მცდელობა, რომელსაც “სურს, დაადანაშაულოს პეკინი კორონავირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები