მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო დაზარალდნენ – იენს სტოლტენბერგი

მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო დაზარალდნენ,-  ამის შესახებ სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან პორტუგალიაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

„რუსეთი და ბელარუსი ახშობენ დემოკრატიულ საპროტესტო აქციებს, ისინი ახშობენ დემოკრატიულ ოპოზიციას, იყენებენ კიბერ შეტევებს, მოწამვლას, ნავალნის საქმე და შემდეგ იყენებენ ძალას დემოკრატიული მომიტინგეების წინააღმდეგ ბელორუსში. ასე რომ, არის ორი განსხვავებული ქვეყანა, მაგრამ ძალიან მსგავსი ქცევის ნიმუშებით.

რა თქმა უნდა, ქცევის ეს ნიმუში არის რაღაც, რაც ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან ეს არღვევს ძირითად დემოკრატიულ უფლებებს. ეს არღვევს იმ ღირებულებებს, რისიც ნატო სჯერა, ესენია: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება და ის ასევე ქმნის არასტაბილურობასა და გაურკვევლობას ჩვენს სამეზობლოში.

ესაა მიზეზი, რატომაც ნატო გააგრძელებს ცვლილებებსა და რეაგირებას თავდაცვის გზით, მაგრამ ასევე მაგალითად, ამიტომ მხარს ვუჭერთ ნატო-ს ორ პარტნიორ ქვეყანას – უკრაინასა და საქართველოს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო დაზარალდნენ“ , – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები