ეროვნულ სასახლეში 74-ე სასწავლო – შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ეტაპი დასრულდა
21 მაისს, ეროვნულ სასახლეში რიგით 74 -ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციის მეორე ეტაპი ონლაინ ჩატარდა.
ეროვნული სასახლოს ინფორმაციით, ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობენ მოსწავლეები 12- დან 18 წლის ჩათვლით. “მონაწილეებმა კონფერენციის 10 სექციაში წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები, რომელთა დიდი ნაწილი ეძღვნებოდა პანდემიას და მის ზეგავლენას დღევანდელ რეალობაზე. ინდივიდუალური ნაშრომები შეფასდა სპეციალისტების მიერ.
კონფერენციაზე, საქართველოს მასშტაბით, შემოვიდა 300-მდე ნაშრომი, მეორე ეტაპზე, თემის დასაცავად წარმოდგენილი იყო 90-მდე თემის ავტორი. კონფერენციის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში განათლების ხელშეწყობა; მიღებული ცოდნის, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარების განვითარება; მოსწავლე-ახალგაზრდების ინტერესის გაძლიერება მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის დასაუფლებლად; სამეცნიერო, საკვლევი ხასიათის ექსპერიმენტების, გამოგონებების, საინჟინრო მოდელებისა და ნიმუშების დამზადების ჩვევების განვითარება; მოსწავლე-ახალგაზრდებში შემოქმედებითობის, კვლევის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას; ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია გილოცავთ ამ გამარჯვებას და გისურვებთ მორიგ წარმატებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.