კულება: ნატო-ს “ღია კარის” პოლიტიკა უკვე 13 წელია, დამტვერიანებულია

უკრაინაში აცხადებენ, რომ ნატო-ს “ღია კარის” პოლიტიკაში პროგრესი არ შეინიშნება, რადგან ალიანსმა ქვეყანა ივნისში დაგეგმილ სამიტზე არ მიიწვია.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.

”ჩვენ გვესმის მოკავშირეების სურვილი დახურული სამიტის ჩატარების შესახებ, მაგრამ არ გვესმის, რატომ არის შეუძლებელი უკრაინის მონაწილეობისთვის ფორმატის მოძებნა”, – თქვა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.

ადრე, მაისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს შავი ზღვის რეგიონში ყოფნის განმტკიცებისკენ მოუწოდა და შეერთებულ შტატებს სთხოვა, მხარი დაუჭიროს კიევის განაცხადს სამიტზე ნატო-სგან სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ.

კულებამ თქვა, რომ კიევი მადლიერია ნატო-სი “ღია კარის პოლიტიკის მუდმივი დადასტურებისთვის”, მაგრამ დასძინა, რომ არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა მის განსახორციელებლად.

“როდესაც ჩვენ, უკრაინაში გვადანაშაულებენ რეფორმების ძალიან ნელ განხორციელებაში, რა შეგვიძლია, ვთქვათ ალიანსის გადაწყვეტილებების მიღებასა და შესრულებაზე, რომლებიც უკვე 13 წელია, დამტვერიანებულია?”, – თქვა კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები