მედია: Ryanair-ის რეისზე “ბომბის” შესახებ შეტყობინება მინსკის აეროპორტში დაშვებიდან 30 წუთის შემდეგ მიიღეს
Ryanair- ის ათენი-ვილნიუსის რეისზე სავარაუდოდ ბომბის არსებობის შესახებ იმის შემდეგ არის შესული მინსკის აეროპორტის ელექტრონულ ფოსტაზე, რაც ეკიპაჟს თვითმფრინავის საგანგებოდ დაშვება მოუწია.
შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო ცენტრმა “დოსიემ”, SPIEGEL-მა და The Daily Beast-მა მოიპოვა.
მოპოვებული ფაქტების თანახმად, აეროპორტმა შეტყობინება ადგილობრივი დროით 12:57 საათზე მიიღო, ანუ ნახევარი საათის შემდეგ, რაც დისპეტჩერებმა პილოტებს “ბომბის” შესახებ შეატყობინეს.
წერილი “ahmed_yurlanov1988@protonmail.com” მისამართიდან არის შესული. ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ “ჰამასი”, რომლის წარმომადგენლობასაც იბრალებს წერილის გამგზავნი, უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას, მიზეზი კი, რომელიც გამოყენებულია წერილში – ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტა, იმ დროისთვის აქტუალური აღარ იყო.
12:30 საათზე თვითმფრინავი ბელორუსის საჰაერო სივრცეში შევიდა, რის შემდეგაც 12:33 საათზე დისპეტჩერებმა აცნობეს მფრინავებს, რომ წერილი “ერთდროულად რამდენიმე აეროპორტშია შესული”.
როგორც “დოსიემ” გაარკვია, იმ დროს წერილი მხოლოდ “ლიტვის აეროპორტებმა” მიიღეს. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ ათენში ასეთი შეტყობინება არ მიუღიათ.
თვითმფრინავმა მინსკზე მიმართულება უკვე 12:47 საათზე შეცვალა.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, “ახმედ იურლანოვის” წერილის ასლი შევიდა მინსკის ეროვნული აეროპორტის ფოსტაზე (info@airport.by) ბელორუსის დროით 12:57 საათზე – ანუ ნახევარი საათის შემდეგ, რაც დისპეტჩერებმა პილოტებს შეტყობინება გაუგზავნეს.