აზერბაიჯანმა 6 სომეხი სამხედრო დააკავა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 6 სომეხი სამხედრო, რომლებიც ქელბაჯარის რაიონში, დასახლებული პუნქტ იუხარი აირიმის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
უწყებაში ამბობენ, რომ “სომხეთის სადაზვერვო-დივერსიული” ჯგუფი საზღვრის გადაკვეთას 03:00 სთ-ზე ცდილობდა, გამთენიისას კი საზღვართან რამდენიმე საბრძოლო მანქანა იყო მობილიზებული, მათ შორის, ტანკები.
სამხედროების დაკავების ფაქტს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, “დივერსიული საქმიანობის” შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. უწყების ინფორმაციით, სამხედროები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი გეგარკუნის ოლქში საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
უწყებაში ამბობენ, რომ გადაიდგმება ყველა საჭირო ნაბიჯი სამხედროების დასაბრუნებლად.