ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბელარუსში „სისხლიან აჯანყებას“ ამზადებდა – ალექსანდრე ლუკაშენო

ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბელარუსში „სისხლიან აჯანყებას“ ამზადებდა, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენომ.

ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს თქმით, პროტასევიჩი აჯანყების მოწყობას დასავლეთის მხარდაჭერით გეგმავდა.

„როგორც ვვარაუდობდით, ჩვენმა „ავის მსურველებმა“ გადაწყვიტეს ქვეყნისთვის შიგნიდან დაერტყათ და ბრძოლის მეთოდები შეეცვალათ. მათ ბევრი წითელი ხაზი გადაკვეთეს და ადამიანურ მორალზე უარი თქვეს.

მიზანი გასაგებია. ვინ სარგებლობს ბელარუსის დემონიზირებით. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ადეკვატურად ვუპასუხებთ. მსგავსი მაგალითები მსოფლიოში არსებობს. სანამ რაიმე ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯს გადადგამთ, გახსოვდეთ, რომ ბელარუსი არის ევროპის ცენტრი. თუ აქ რაღაც მოხდა, ეს კიდევ ერთ მსოფლიო ომს ნიშნავს”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები