ლუკაშენკო: პუტინმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენს თავის მართლება მოუწია, როდესაც ბელორუსი განიხილებოდა.

მისი თქმით, აღნიშნული საუბრის შემდეგ მას პუტინი დაუკავშირდა და პირადად მოუბოდიშა, რომ ნებართვის გარეშე ამერიკელ კოლეგასთან ბელორუსის საკითხს განიხილავდა.

“პუტინი ძალიან წესიერად მოიქცა. ვეუბნები – მადლობა იმისთვის, რომ მას ასე უთხარი”, – გაიხსენა ლუკაშენკომ.

მან რუსეთისა და აშშ-ის პირველი პირები მინსკში დაპატიჟა. მისი აზრით, ბელორუსის დედაქალაქი ყველაზე კარგი ადგილია, სადაც ქვეყნის საკითხები უნდა განიხილებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები