ყატარის სახელმწიფოს პრემიერი და შს მინისტრი, ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი საქართველოს პრემიერმინისტრს და ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ყატარის სახელმწიფოს პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“თქვენო აღმატებულებავ, ყატარის სახელმწიფოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობასა და პროგრესს“, – წერს ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი.