იმრან ხანი – ღარიბაშვილს: პაკისტანის მთავრობის, ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, იმრან ხანი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში იმრან ხანი, პაკისტანის სახელით, სურვილს გამოთქვამს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესახებ.

„თქვენო აღმატებულებავ! პაკისტანის მთავრობის, ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! პაკისტანსა და საქართველოს აკავშირებთ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პოზიტიური ურთიერთობები. ჩვენი სურვილია ყველა სფეროში ამ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოება ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს – შემდგომი განვითარება და კეთილდღეობა”, – აღნიშნულია პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერმინისტრის წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები