იმ ავიაკომპანიების რიცხვი გაიზარდა, რომლებმაც ბელორუსის თავზე ფრენებზე უარი თქვეს
ბელორუსის საჰაერო სივრცეში ფრენებზე უარი კიდევ ხუთმა ავიაკომპანიამ თქვა. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც შესაბამისი მოწოდება ევროკავშირმა გააკეთა.
დღეს დილის მონაცემით, ბელორუსის თავზე ფრენებზე უარი 9 ავიაკომპანის ჰქონდა ნათქვამი, ესენია: Air France (საფრანგეთი), Finnair (ფინეთი), SAS (შვედეთი), Avia Solutions (კვიპროსი), LOT (პოლონეთი), Wizzair (უნგრეთი), AirBaltic (ლატვია), KLM (ნიდერლანდები) და Lufthansa (გერმანია).
ამ სიას კიდევ ხუთი შეემატა: Klasjet (ლიეტუვა); Singapore Airlines (სინგაპური); Air Astana (ყაზახეთი); Australian Airlines(ავსტრალია) და British Airlines(ბრიტანეთი).