ბორის ჯონსონი ქორწინდება
დიდი ბრიტანეთის 56 წლის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი 33 წლის ქერი საიმონდსზე ქორწინდება, რომელთანაც 2019 წლის ბოლოს დაინიშნა.
The Sun-ის ინფორმაციით, წყვილის საქორწინო გეგმები პანდემიამ შეცვალა.
ჯონსონისა და საიმონდის ქორწილი 30 ივლისს გაიმართება, თუმცა, მისი ადგილი, ჯერჯერობით, არ სახელდება.
აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონისთვის ეს უკვე მესამე ქორწინება იქნება, მისი რჩეულისთვის კი – პირველი.