ევროკავშირი ბელარუსს 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო დახმარებას გაუყინავს

ევროკავშირი ბელარუსს 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო დახმარებას გაუყინავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო და ეკონომიკური პაკეტი არსებობდეს, თუმცა იგი გაყინული დარჩება, ვიდრე ბელარუსი დემოკრატიული არ გახდება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები