მაშველებმა თუშეთის გზის სახიფათო მონაკვეთზე სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი ამოიყვანეს

ფშაველი-აბანო-ომალოს 47-ე კილომეტრზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

მწყემსი, რომელიც სიმაღლიდან გადავარდა, მაშველებმა ამოიყვანეს. შუახნის კაცს სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის საავადმყოფოში გადაჰყავს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება.

მწყემსს მთაში ცხვარი გადაჰყავდა, რა დროსაც თუშეთის გზის სახიფათო მონაკვეთზე ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები