მარიამ ქვრივიშვილი: საგრანტო შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ჩვენს მტკიცე და ურყევ ევროატლანტიკურ კურსს

“საგრანტო შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ჩვენს მტკიცე და ურყევ ევროატლანტიკურ კურსს”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება რიგი მიმართულებებით.

,,ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს გამოუყოფს, რომელიც შესაძლოა, 330 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.

შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობას და ჩვენს მტკიცე და ურყევ ევროატლანტიკურ კურსს. მეორე მხრივ, აშშ-ის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს რეგიონში საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლს.

საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით – კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა,” – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები