ირანში, სექსუალური ორიენტაციის გამო, 20 წლის მამაკაცს ოჯახის წევრებმა თავი მოჰკვეთეს

ირანში, სექსუალური ორიენტაციის გამო, 20 წლის მამაკაც ალირეზა ფაზელი მონფარედს ოჯახის წვერებმა თავი მოჰკვეთეს.

​ამის შესახებ ირანის ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაცია 6Rang-ში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ მამაკაცი 4 მაისს, მას შემდეგ მოკლეს, რაც რამდენიმე დღით ადრე მისმა ნახევარძმამ შეიტყო, რომ ალირეზა ფაზელი მონფარედი გეი იყო. 6Rang-ის წარმომადგენლების თქმით, ალირეზა მისმა ნათესავებმა შორეულ სოფელში წაიყვანეს და იქ დანით მოკლეს.

ამის შემდეგ, ალირეზას დედას დაურეკეს და უთხრეს კონკრეტული ადგილი სოფელში, სადაც უნდა მისულიყო – თავმოკვეთილი შვილი დედამ მეორე დღეს იპოვა. მძიმე შოკის გამო, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც სოციალურ ქსელებში არაერთი “ვარსკვლავიც” წერდა.

​მონფაერდი არაბულ-ირანული წარმომავლობის იყო და ქალაქ აჰვაზში ცხოვრობდა. ის დედისერთა იყო, თუმცა, მამის წინა ქორწინებიდან ნახევარძმები ჰყავდა. ალირეზას ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი იყო, მას ძალიან მოსწონდა ცნობილი დიზაინერების სამოსით პოზირება, არ ერიდებოდა ექსპერიმენტული მაკიაჟით გაკეთებას, თუმცა – არა საზოგადოებაში. ოჯახს არ მოსწონდა ის სტილი, რომლითაც ალირეზა სოციალურ ქსელში ჩნდებოდა.

ჰომოსექსუალობა ირანში ფსიქიკურ დაავადებად არის მიჩნეული და სიკვდილით ისჯება, თუმცა, კანონი აძლევს უფლებას ჰომოსექსუალ მამაკაცს, თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს.

“მათ, ვისაც აქვთ განსაკუთრებული მდგომარეობა, შეუძლიათ, ჯარიდან გათავისუფლდნენ – მაგალითად, თუ აქვთ რაიმე დაავადება, აკლიათ კიდური ან სხვა პრობლემები აქვთ,” – ამბობს ირანის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის კომუნიკაციების დირექტორი, ჯასმინ რამზი.

ალირეზა ამ შეღავათით სარგებლობას აპირებდა და ქვეყნის დატოვებას გეგმავდა, თუმცა, როდესაც ჯარიდან საოცნებო წერილი მიიღო, მის ნაცვლად ის მისმა ნახევარძმამ წაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები