ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის მიტანას განაგრძობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის მიტანას განაგრძობს.

„თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, ეროვნული უსაფრთხოების მეთაურებთან და „შაბაკისა“ და „მოსადის“ ხელმძღვანელებთან ოპერატიული გეგმები შევათანხმეთ.

დირექტივა შემდეგია: ტერორისტების ობიექტებზე იერიშის მიტანას განვაგრძობთ. განვაგრძობთ ყველა საჭირო ზომის მიღებას, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება აღვადგინოთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები