რა კავშირი აქვს ზეგანაკვეთურ მუშაობას ინსულტთან – ჯანმო მიზეზებს განმარტავს

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ ზეგანაკვეთურ მუშაობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა, სასიკვდილო ზიანი მოჰქონდეს.

ამის შესახებ ჯანმო-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საშიში ბარიერია 55 სამუშაო საათი კვირაში. ამის შემდეგ მუშაკს შეიძლება, განუვითარდეს ჯანმრთელობის პრობლემები.

კვლევის თანახმად, კვირაში 55 საათი ან მეტი მუშაობა ასოცირებულია ინსულტის რისკის 35% -ით ზრდასა და გულის იშემიური დაავადებით გარდაცვალების რისკის 17% -ით ზრდასთან, კვირაში 35-40 საათის განმავლობაში მუშაობასთან შედარებით.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს 398 ათასი ადამიანი გარდაიცვალა ინსულტით, ხოლო 347 ათასი – გულის დაავადებით. ორგანიზაცია ამ მაჩვენებელს სწორედ ზედმეტ მუშაობასთან აკავშირებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოები განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს მამაკაცების ჯანმრთელობაზე, რომლებზეც მოდის სიკვდილიანობის 72%. ამავდროულად, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ბევრს მუშაობენ, იზრდება და ახლა დედამიწის მოსახლეობის 9% -ს შეადგენს.

”არცერთი სამუშაო არ ღირს ინსულტის ან გულის დაავადებების რისკის ქვეშ თავის დაყენებად”, – თქვა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადანომ გებრეისუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები