ინდოეთში ციკლონ “ტაუკტაეს” 8 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, დასავლეთის სანაპიროსთან ციკლონ “ტაუკტაეს” ებრძვიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სტიქიური უბედურების შედეგად 8 ადამიანია დაშავებული, 150 ათასზე მეტი კი ევაკუირებული.

მედია წერს, რომ ამჟამად ეპიცენტრი მუმბაიდან 160 კილომეტრის დაშორებითაა. მუმბაის აეროპორტში განაცხადეს, რომ მუშაობას ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე აჩერებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები