პალესტინაში სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 218-მდეა გაზრდილი, მათგან 58 ბავშვია

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ გაშვებული რაკეტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 218-მდეა გაზრდილი, 6,5 ათასზე მეტი დაშავებულია.

ამის შესახებ რუსეთში პალესტინის ელჩმა, აბდელ ხაფიზ ნოფალმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 58 ბავშვია.

“ერთი საათის წინ მივიღეთ უკანასკნელი მონაცემი. 218 მოკლული პალესტინელია და 6504 დაჭრილი. ამ ადამიანების უმეტესობა, 90% მშვიდობიანი მოქალაქეა. დაღუპულთაგან 30%-ზე მეტი ბავშვი და ქალია”, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები