ეკატერინბურგში მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა, არიან დაღუპულები

ეკატერინბურგში, რკინიგზის სადგურის რაიონში მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა.

თვითმხილველების თქმით, ისმოდა გასროლის ხმაც.​

რეგიონის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა შესახებ მონაცემი ზუსტდება.

ძალოვან უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკში კონფლიქტი ალკოჰოლის მიღების დროს წარმოიქმნა.

თავდამსხმელი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები