გაერო-მ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე შეთანხმების მიღწევა მესამედაც ვერ შეძლო – აშშ დროს ითხოვს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ბოლოდროინდელი ესკალაციის საკითხზე აზრთა შეჯერება მესამედაც ვერ შეძლო.

ამის შესახებ The Times of Israel-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ერთიანი პოზიციის ჩამოუყალიბლობა უკავშირდება აშშ-ის პოზიციას.
წყაროს ინფორმაციით, შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა საკუთარი დიპლომატიური ქმედებისთვის მეტი დრო ითხოვეს.

აღინიშნება, რომ საბჭოს წევრ ქვეყნებს განცხადების გაანალიზებისთვის ვადა დღეს, დღის ბოლომდე აქვთ. საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება.

პალესტინასა და ისრაელს შორის ვითარება 10 მაისის საღამოდან დაიძაბა. სარაკეტო იერიშები დღემდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები