ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები
ირანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ნოჯნურიდან 50 კილომეტრის დაშორებით გამთენიისას 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სააგენტო IRNA ირანში “წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების” წარმომადგენელზე, მეჰდი ვალიპურზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანია დაშავებული.
მისი ინფორმაციით, ამჟამად, რეგიონში 11 სამაშველო ბრიგადაა გაშვებული. აღინიშნება, რომ ქალაქში 192 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
დამატებითი ინფორმაცია უცნობია.