დევი ტაბიძე: დღევანდელი ეპიდსიტუაცია სიმშვიდის საშუალებას არ გვაძლევს

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის შეფასებით, დღეს არსებული ეპიდვითარება დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

მისივე თქმით, საშიშროება იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს – კვლავ არსებობს.

“დღევანდელი ეპიდსიტუაცია და დღევანდელი რიცხვები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მდგომარეობიდან გამოვედით, პირიქით – საშიშროებაა იმისი, რომ მოიმატოს ამ რაოდენობამ. რეალურად, ჩვენ ვართ მესამე ფაზაში, რომელიც არის უფრო მძიმე და რთული იმასთან მიმართებით, რაც ჩვენ გავიარეთ.

ინდური შტამი ძალიან სწრაფად გადადის, ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი მიმდინარეობა არ არის ძალიან რთული, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მკურნალობის მეთოდები არ არსებობს, იწვევს სიკვდილიანობის მაღალ რიცხვს”, – აცხადებს დევი ტაბიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები