UNICEF: არაბულ-ისრაელურ კონფლიქტში 36 ბავშვი დაიღუპა
გასული 4 დღის განმავლობაში ღაზას სექტორში ისრაელის იერიშის შედეგად სულ მცირე 34 ბავშვი დაიღუპა. ებრაელურ სახელმწიფოში კი შეტაკებას ისრაელსა და პალესტინას შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ჯულიეტ ტურმა ავრცელებს.
ცოტახნის წინ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ღაზას სექტორში კონფლიქტის შედეგად 126 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 31 არასრულწლოვანია. სხეულის მცირე დაზიანება კიდევ 950-მა პალესტინელმა მიიღო.
ისრაელის სამხედრო სამსახურების ინფორმაციით, ისრაელისა და პალესტინას შორის ესკალაციის დროს ისრაელის 7 მოქალაქე დაიღუპა.