„ჰამასი“ ისრაელთა კონფლიქტის შეწყვეტის პირობებს ასახელებს
პალესტინური მოძრაობა „ჰამასი“ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ისრაელთან შეწყვეტს იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი უარს იტყვის არაბების გამოსახლებაზე მათი სახლებიდან იერუსალიმში და გაათავისუფლებს პროტესტის დროს დაკავებულ პირებს. ამის შესახებ მოძრაობა „ჰამასის“ ხელმძღვანელმა ჰალედ მაშალმა ტელეარხ TRT Arabi-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ოკუპაციურმა ძალებმა უნდა შეწყვიტონ იმ დანაშაულის ჩადენა, რის შედეგადაც ისინი რაიონ შეიხ ჯარაჰის მოსახლეობას ასახლებენ, უნდა გაათავისუფლონ იერუსალიმში ესკალაციის დროს დაკავებულები და ასევე შეწყვიტონ აგრესია ღაზას სექტორის მიმართ“,- განაცხადა მაშალმა.
ამასთან, „ჰამასი“ ალ-აკსას მეჩეთიდან ისრაელის ძალოვნების გამოსვლას მოითხოვს. მაშალის თქმით, მშვიდობიანი მოლაპარაკებების შუამავლობისთვის მზაობა თურქეთმა, ყატარმა და ეგვიპტემ გამოთქვეს.