ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს სომხეთ-აზრბაიჯანის საზღვარზე. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა განცხადება გაავრცელა.
„საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მოლაპარაკებების გზით უნდა გვარდებოდეს. ჩვენ მივესალმებით ორ ქვეყანას შორის მიმდინარე კონტაქტებს ტექნიკურ დონეზე“,- განაცხადა მან.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობის რეგულირებას ორ ქვეყანას შორის და მოუწოდებს მათ მშვიდობიანი სტაბილურობა შეინარჩუნონ რეგიონში.