6 დაღუპული და 218 დაშავებული – უხანს ტორნადო დაატყდა

ჩინეთის ქალაქ უხანს თავს ტორნადო დაატყდა, რომლის შედეგად დაღუპა 6 ადამიანი, ხოლო 218 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი CGTN ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„პარასკევს საღამოს რიგ რაიონებში ძლიერი ქარი დაფიქსირდა, რომლის სიჩქარეც 24მ/წმ-ში აღწევდა. შედეგად დაინგრა 85 და დაზიანდა 400-მდე საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები. მოტეხილია ხეების დიდი რაოდენობა”,- ნათქვამია ტელეარხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები