აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ 10 მილიონ დოლარს გამოყოფს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში პალესტინური ჯგუფებისთვის ისრაელთან გაცვლისა და შერიგების პროექტების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ დახმარების მიმღებები არ დასახელებულა.
სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხა 100 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების პაკეტის ნაწილია, რაც ადმინისტრაციამ პალესტინელებს მიმდინარე წლის დასაწყისში გამოუყო და რომელიც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის დროს გაუქმებული იყო.
ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.