უკრაინამ 557 ე.წ. კანონიერი ქურდის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა,- ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„კანონიერი ქურდების“ შესახებ კანონის მიღების, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიისა და ცხრათვიანი მუშაობის შემდეგ, მიღებულია პერსონალური სანქციები მსოფლიოში ცნობილი 557 „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ. ჩვენ დღეს ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ციფრი ნულამდე დავიდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.