შევიდა თუ არა საქართველო რუსეთის არამეგობარ ქვეყანათა სიაში, რომელიც ქვეყნის მთავრობამ გამოაქვეყნა

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა, ქვეყნის მიმართ არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა.

კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდნენ აშშ და ჩეხეთი.

დოკუმენტის თანახმად, ჩეხეთის დიპლომატიურ მისიას შეუძლია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება რუსეთის 19 ფიზიკურ პირთან, აშშ-ის კი, არც ერთთან.

ცნობისთვის, აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამთავრობო სიაში, ბალტიის ქვეყნებთან, უკრაინასთან და პოლონეტთან ერთად საქართველოც მოხვდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები