ისრაელის ელჩმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის პირობა დაასახელა

“ისრაელი მზადაა, ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტოს, რაც პალესტინური დაჯგუფებები შეწყვეტენ ისრაელის დაბომბვას”, – ამის შესახებ რუსეთში ისრაელის ელჩმა, ალექსანდრე ბენ ზვიმ “რია ნოვოსტი”-ს განუცხადა.

“დიახ, მათ სროლები შეწყვიტონ და მორჩა. ეს არის ჩვენი ერთადერთი პირობა, რომ ისინი დაკავდნენ ჯანმრთელობის, კანალიზაციის, განათლებისა და სხვა საკითხებით ღაზაში. თითქოს, ხელმძღვანელობენ მას, არა? ჰოდა, დაკავდნენ იმით, რომ ღაზას მოსახლეობა კარგად ცხოვრობდეს, დაკავდნენ ეკონომიკური საკითხებით და არ ისროლონ რაკეტები ისრაელის მიმართულებით,” – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები