ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Facebook- სა და TikTok- ს მოუწოდა, წაშალონ სიძულვილის ენის შემცველი კონტენტი
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა Facebook- სა და TikTok- ს მოუწოდა, შეებრძოლონ ძალადობის პროპაგანდას და წაშალონ სიძულვილის ენის შემცველი კონტენტი.
ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.
“ასეთი ზომები ხელს შეუწყობს ძალადობის აღკვეთას, რომლის პროპაგანდა გამიზნულად მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში ექსტრემისტული ელემენტების მიერ, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას. სოციალურ კრიზისს განვიცდით და ველოდებით თქვენს დახმარებას”, – თქვა მინისტრმა Facebook- ისა და TikTok- ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისრაელში.
აღინიშნება, რომ სოციალური ქსელების წარმომადგენლებმა სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპული, ისრაელის მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრეს და ასევე პირობა დადეს, რომ სწრაფად და ეფექტურად შეებრძოლებიან ძალადობისკენ წაქეზებას.