ერდოღანი: პალესტინის ქალაქებისა და იერუსალიმის ჩაგვრის წინააღმდეგ მტკიცე მოქმედებას ვიწყებთ

“თურქეთი იერუსალიმის მხარდაჭერას იწყებს ისეთივე სიმტკიცით, როგორც აზერბაიჯანს უჭერდა მხარს მთიან ყარაბაღში”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

“გაბრაზებული ვართ ისრაელის ტერორისტული სახელმწიფოს უღელით. ისრაელი ყველა ზღვარს გავიდა. როგორც მტკიცედ ვუჭერდით მხარს აზერბაიჯანის ბრძოლას მისი ოკუპაციისგან განთავისუფლების მიზნით, დღეს იმავე გრძნობით ვიწყებთ მოქმედებას ჩაგვრის წინააღმდეგ პალესტინის ქალაქებსა და იერუსალიმში – იმავე მონდომებით, რომლითაც ვიცავდით სირიის საზღვარს”, – თქვა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვაში.

მისი თქმით, მან მოლაპარაკება გამართა ღაზას სექტორში შექმნილ ვითარებაზე 19 ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობის ლიდერთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები